ახალი
1 / 8აღწერა
სარბოლო მოტო-ხელთათმანი ტრეკისთვის - STYG20 X KEVLAR® Furygan-ის სამოდელო ხაზის ტოპ ხელთათმანი, რომელსაც იოჰან ზარკო MotoGP-ის თითოეულ რბოლაზე უცვლელად ხმარობს. მოდელი წლიდან წლამდე გრანპრის რეალური რბოლებიდან მიღებული გამოცდილებით და შენიშვნებით იხვეწება და სწორედ ეს გახლავთ მიმდინარე სეზონის, 2024 წლის ტექნოლოგიური განვითარების საბოლოო საფეხური. მახასიათებლები • 100% ტყავი ხელის გულზე • ხელის ყველა ძვლოვანი ელემენტის დაცვა • ხელის გულის ქვეშ სლაიდერი • მაჯის სლაიდერი • მუშტის სლაიდერი • ფიქსირებული ბმა ნეკა და არათითისათვის , მოტეხილობის რისკის შესამცირებლად • KEVLAR-ის და ტყავის დამატებული ფენები იმ ზონებში სადაც სტატისტიკურად დაზიანების დიდი რისკია • კევლარის და რიპსტოპის ჩანართები სტუქტურის ჯამური სიმყარისთვის. (ორივე მათგანი წამყვანი მატერიაა სიმძლავრით და მხოლოდ პრემიუმ კლასის ეკიპირებაში გვხვდება) • თითების არეალში ნაკერები მოქცეულია გარეთ, მეტი კომფორტისთვის • ორი ქამარი ზომის ზუსტად დასარეგულირებლად • AFS სავენტილაციო სისტემა ბრენდი: FURYGAN ქვეყანა: FRANCE
მსგავსი ნივთები
ახალი
ახალი
ახალი
ახალი
ახალი
ახალი