შინაარსზე გადასვლა

ჩამოყვანა

ჩამოიყვანე მოტოციკლი საზღვარგარეთიდან

კომპანიები, რომლებიც მოტოციკლს იყიდიან აშშ-ში, ევროპაში, იაპონიაში და სხვაგან, გადამოწმებენ, ჩამოიყვანენ და განბაჟებენ. შეადარე სერვისები და ვადები, დაუკავშირდი პირდაპირ.

  1. აუქციონი ან დილერი

    აშშ · ევროპა · იაპონია

  2. პორტამდე

    შიდა ტრანსპორტირება

  3. ზღვით

    კონტეინერი → ფოთი / ბათუმი

  4. საქართველოში

    განბაჟება · რეგისტრაცია

კომპანიები

კომპანიები მალე დაემატება

ვამოწმებთ ჩამოყვანის კომპანიებს. მანამდე გაეცანით, როგორ მუშაობს ჩამოყვანა და რისგან შედგება ფასი.

ნაბიჯ-ნაბიჯ

როგორ მუშაობს ჩამოყვანა

  1. 01

    არჩევა

    კომპანიასთან ერთად ეძებთ მოტოციკლს აუქციონზე ან დილერთან. სთხოვეთ ფოტოები, ვიდეო და VIN კოდი.

  2. 02

    შემოწმება

    VIN კოდით შეამოწმეთ ისტორია: გარბენი, ავარიები, მფლობელები. დაზიანებული ლოტის აღდგენის ფასიც წინასწარ გაიგეთ.

    VIN-ის შემოწმება
  3. 03

    ყიდვა

    კომპანია ყიდულობს თქვენი სახელით. იხდით მოტოციკლის ფასს და საკომისიოებს ხელშეკრულების მიხედვით.

  4. 04

    ტრანსპორტირება

    მოტოციკლი გადადის პორტში, იტვირთება კონტეინერში და ზღვით ჩამოდის ფოთში ან ბათუმში.

  5. 05

    განბაჟება და რეგისტრაცია

    საბაჟო გაფორმება, ტექ. დათვალიერება და ნომრის აღება. შემდეგ მოტოციკლი თქვენთანაა.

ფასი

რისგან შედგება საბოლოო ფასი

აუქციონის ფასი მხოლოდ საწყისია. შეადარეთ კომპანიები სრული ფასით, მიტანიან-განბაჟებიანად.

  1. 1

    მოტოციკლის ფასი

    აუქციონზე საბოლოო ფსონი ან დილერის ფასი.

  2. 2

    აუქციონის და ბროკერის საკომისიო

    აუქციონის მოსაკრებელი და კომპანიის მომსახურება.

  3. 3

    შიდა ტრანსპორტირება

    აუქციონიდან ან დილერიდან პორტამდე.

  4. 4

    საზღვაო გადაზიდვა და დაზღვევა

    კონტეინერი პორტიდან ფოთამდე ან ბათუმამდე.

  5. 5

    განბაჟება

    საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები. ზუსტ თანხას გეტყვით კომპანია ან შემოსავლების სამსახური (rs.ge).

  6. 6

    რეგისტრაცია

    ტექ. დათვალიერება და სახელმწიფო ნომერი.

  7. 7

    შეკეთება

    თუ მოტოციკლი დაზიანებულია: ნაწილები და ხელობა.

სანამ გადაიხდით

  • ხელშეკრულება გააფორმეთ კომპანიასთან, სადაც ჩაწერილია ყველა საკომისიო და ვადა.
  • გადაიხადეთ კომპანიის საბანკო ანგარიშზე, არა პირად ბარათზე.
  • ყიდვამდე მოითხოვეთ VIN კოდი და შეამოწმეთ ისტორია.
  • გაარკვიეთ, ვინ აგებს პასუხს, თუ გზაში დაზიანდება და შედის თუ არა დაზღვევა.

შეამოწმე ისტორია VIN კოდით

ავარიები, გარბენი და მფლობელები, ყიდვამდე.

VIN-ის შემოწმება

ჩამოყვანის კომპანია ხარ?

დაგვიკავშირდი და დაგამატებთ სიაში. გადამოწმებული კომპანიები იღებენ ნიშანს „გადამოწმებული“.

დაგვიკავშირდი
მოტოციკლის ჩამოყვანა · motostore